17 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებას მიმართავს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მთავრობას არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებისკენ და რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებისკენ მოუწოდებენ.   

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებელია ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტური გამოძიება, რათა დამნაშავის ვინაობის დროული დადგენა მოხდეს.  

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემის საკითხის ყველა საერთაშორისო ფორმატში დაყენება უნდა მოხდეს.

„რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფომ შეიტანოს სახელმწიფოთაშორისი განაცხადი, საჩივარი, რადგან იკვეთება რუსეთის ბრალეულობა. ზუსტად რუსეთია ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში,“-აცხადებს თამარ ავალიანი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელზეც მუშაობს. 

დღის ამბები