კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების გაზრდის საკითხს ეხმაურება.
კოალიციის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ და არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციების განსაზღვრას გულისხმობს.
უკმაყოფილებას ასევე იწვევს ის გარემოებაც, რომ ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა ერთპიროვნულად განაწილების უფლებამოსილება, სწორედ სასამართლოს თავმჯდომარეს, მიენიჭა.
„კოალიციის აზრით ეს არის საქმეთა განაწილების იდეისათვის საფრთხის შემცველი, ვინაიდან ამ ახალი სისტემის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქმეთა განაწილების პროცესიდან სასამართლოს თავმჯდომარეების მაქსიმალური დისტანცირება. თუკი ასეთი ტიპის უფლებამოსილება მიენიჭება თავმჯდომარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს იქონიოს გავლენა საქმის განაწილების პროცესზე,“-განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” იურისტმა გვანცა წულუკიძემ.