17 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ბიბლიოთეკების გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრები დირექტორის გადადგომას ითხოვენ

ბიბლიოთეკების გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრები დირექტორის გადადგომას ითხოვენ. მათი განმარტებით, ზურაბ წერეთელი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

თანამშრომლები წერეთელს უყურადღებობასა და მათი მოთხოვნების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

ბიბლიოთეკარები ასევე შიშობენ, რომ დაგეგმილი გამოცდების შემდეგ მათ შეამცირებენ.

„რაც დაინიშნა იმის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებია. ვითხოვთ, რომ ეს კაცი გადადგეს იმიტომ, რომ უნდა რომ ჩაატაროს გამოცდები და შემდეგ გაცხადებულია, რომ ლიკვიდაციას აკეთებენ. რაღა აზრი აქვს ამ გამოცდების ჩატარებას,“-ამბობს მე-19 ბიბლიოთეკის დირექტორი ირინა კენჭაძე.

საინიციატივო ჯგუფის წევრთა ბრალდებებზე თავად წერეთელს ჯერჯერობით არ უპასუხია.

დღის ამბები