თანხის მითვისებაში მსჯავრდებული სალომე მიქაძის ახლობლებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, მიქაძე უკანონო პატიმარია. ოჯახი სახალხო დამცველს საკითხის შესწავლას სთხოვს.
მიქაძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მას "ბევრილ ჯგუფის" მაღაზიიდან 11 ათასი ლარის მითვისება ედება ბრალად.
ოჯახი ითხოვს მარტოხელა დედის მიმართ, სააპელაციო დავის პარალელურად, საპროცესო გარიგება გაფორმდეს და პირობით სასჯელი შეეფარდოს.
„მივმართავთ ისევე როგორც გენერალურ პროკურატურასა, ასევე ყველა არასამთავრობო სფეროს, რომ გვერდით დაგვიდგნენ. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია“- აცხადებს აქციის მონაწილე მარინა წულეისკირი.