17 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მიგრაციის პრობლემები და შრომითი ექსპლუატაცია - შეხვედრა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მესამე სექტორს შორის 

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა და უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გამოწვეული მიგრაციის პრობლემები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "CIDA"-ს ორგანიზებით ტარდება.

„CIDA” ახორციელებს პროექტს პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის, რომლის ფარგლებშიც იურიდიულ კონსულტაციებს ვუწევთ ამჟამინდელ, პოტენციურ და დაბრუნებულ მიგრანტებს.

პროექტის მეორე ნაწილი შეეხება შრომითი ექსპლუატაციის საკითხს, რაც ასევე მწვავედ არის და გვინდა აქცენტები გავაკეთოთ ამ საკითხზე“-აცხადებს ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)” იურისტი თეონა კილაძე.

დღის ამბები