17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"გასართობი ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს"- ღამის კლუბების წარმომადგენლების მიმართვა შსს-ს

ღამის კლუბების პროტესტი და მიმართვა ხელისუფლებას - ღამის კლუბების წარმომადგენლები მოითხოვენ, სამართლდამცველებმა დროულად დაადგინონ, ბოლო დღეებში ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზები და ნარკოტიკული ნივთიერების სახეობა, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია.

ღამის კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღამის კლუბში ნარკოტიკული საშუალებები არ იყიდება.

„სამწუხაროდ, ელექტრონული მუსიკისა და გასართობი ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბის დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს რომ  მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანის ხელყოფაში. შეწყდეს რეგრესიული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ,“-ნათქვამია კლუბების ხელმძღვანელთა საერთო განცხადებაში.

ბოლო კვირების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონით“ ათამდე ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ყველა გარდაცვალებმადე კლუბში იმყოფებოდა. 

დღის ამბები