საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან - ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზარალის სრულად ანაზღაურებას და გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ.
დაზარალებული აცხადებენ, რომ უკვე ერთი წელია, რაც საქმეში ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა, საქმეს ობიექტურად არ იძიებენ.
„ერთი წელია, ამ ფაქტს არავინ არ იძიებს. არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ნავთობპროდუქტების აალების შედეგად გადაიწვა ბავშვთა სამყარო და 50 ვიდეო კამერაა იქ და ვინაიდან ერთ-ერთმა ნერონმა გადაწვა ბავშვთა სამყარო არ იძიებენ. არ არიან დაინტერესებული, იმ ბრალდებულების დაჭერით ვინც ეს ჩაიდინა,“ - განაცხადა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა.