კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის’’ ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. მისი მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა ევროპული და ევროატლანტიკური გაერთიანებების შესახებ.
ასევე, რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის თემაზე. კამპანიის „ძალა ევროპაშია’’ ფარგლებში შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი და მხარდამჭერთა რუკაც, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
„ამ კამპანიის ფარგლებში გვაქვს ძალიან ბევრი აქტივობა გათვალისწინებული, მათ შორის, ვცდილობთ, რომ ამ კამპანიაში ჩავრთოთ როგორც საზოგადოებისთვის აქტიური ადამიანები, ასევე რიგითი მოქალაქეები,“ - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა.
განცხადება გააკეთა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.
„სწორედ, ასეთი საყოველთაო, სახალხო კამპანიის შედეგად, ერთის მხრივ ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა უფრო ეფექტურ და სწრაფ ინტეგრირებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მეორე, შევამცირებთ სივრცეს რუსული პროპაგანდისთვის,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.