ქსანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ავტობანზე მანქანა გზიდან გადავარდა და ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ასევე არიან დაშავებულებიც.
უწყების ცნობით, გამძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დამატებითი დეტალები ამ წუთებში დგინდება.