17 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ბათუმზე ქიმიური შეტევა ხორციელდება - ამ შინაარსის პლაკატები დღეს ბათუმში გამოჩნდა

ბათუმზე ქიმიური შეტევა ხორციელდება - ამ შინაარსის პლაკატები დღეს ბათუმში გამოჩნდა.

ბათუმის პორტში ღია ცის ქვეშ აზოტისა და დაუმუშავებელი გოგირდის გადატვირთვა და დასაწყობება მიმდინარეობს. სწორედ ამის გამო გააკრეს პლაკატები ბათუმის ქუჩებში.

ბათუმის ნავსადგურში დღეს დილიდან იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მათი ინფორმაციით, მოკვლევა დაიწყო, არის თუ არა საშიში გარემოს დაცვის თვალსაზრისით გოგირდის გრანულები. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ნავსადგურის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელს, ის ირწმუნება, რომ ნივთიერება არ არის ჯანმრთელობისთვის მავნე და საზიანო.

დღის ამბები