ნაციონალური მოძრაობის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურთაზ ზოდელავამ, ხობში ორი ოჯახი მოინახულა, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
ოჯახებს სოციალური დახმარება და ინვალიდობის პენსია მოუხსნეს. ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა რაიონის გამგეობას და მერს, მაგრამ მათ არავინ დახმარებია.
მურთაზ ზოდელავა ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.
„მოვითხოვთ, რომ ბატონი გამგებელი დაკავდეს ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებით და არა ხეების მოძიებით სამეგრელოში, აქ და სხვა რაიონებში,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.