ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 73 წელი გავიდა.9 მაისის აღნიშვნა ტრადიციულად თბილისში ვაკის პარკიდან დაიწყება, სადაც მისვლას ვეტერანებთან შესახვედრად მთავრობის წევრებიც გეგმავენ.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ნაწილი უკვე იმყოფებოდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.
ვეტერანები დღეს მეორე მსოფლიო ომში წასვლასა და ფრონტის ხაზზე ბრძოლას იხსენებენ.
მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.