17 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
15 ათასი ლარი კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის ლიცენზიის სანაცვლოდ - სპეციალისტები თაღლითურ სქემაზე საუბრობენ

15 ათასი ლარი კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის ლიცენზიის სანაცვლოდ.

თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში გარკვეულმა ჯგუფებმა თაღლითური სქემით რეგულაციების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება დაიწყეს.
”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი ლიცენზიების გაცემის პირობებს მხოლოდ სიგარა-ბარების შემთხვევაში ადგენს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ გარკვეული ჯგუფების მცდელობა თაღლითობაა და კონკრეტული დაწესებულებები სურვილის შემთხვევაშიც კი აღნიშნულ ლიცენზიას ვერ მიიღებენ.

„ყველა დახურული ტიპის შენობა უნდა იყოს თამბაქოსგან თავისუფალი. ჩემი აზრით საუბარია სიგარა-ბარის ლიცენზიაზე, თუმცა იქ არის მხოლოდ მოწევა და არის მხოლოდ სასმელი. მინდა მივმართო ყველას, რომ არ დაიჯერონ ეს ინფორმაცია“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა.

დღის ამბები