„HUB Georgia“ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
„HUB Georgia“-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დავის საგანი სარკინიგზო გადაზიდვებში "საქართველოს რკინიგზის" მონოპოლია და მის მიერ კერძო სექტორისთვის ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვაა.
ორგანიზაციის დირექტორი კომპანიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამ კონტექსტში უჩა მამაცაშვილსა და მამუკა ბახტაძეს ასახელებს.
„ესენი არიან უჩა მამაცაშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მის მიერ არის შექმნილი ის მონოპოლიური და კორუფციული სქემები, რომლებიც დღეს საქართველოს რკინიგზაში არსებობს“- აცხადებს HUB Georgia-ს ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე.