თბილისში "უკვდავი პოლკის" მსვლელობა იწყება. ვაკის პარკთან იმყოფებიან "კომუნისტური პარტიის", საზოგადოებრივი მოძრაობა "სტალინის“ წევრები და „სოციალისტები“.
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა ხსოვნის პატივსაცემად „უკვდავთა პოლკის“ მსვლელობა ყოველ 9 მაისს იმართება, თუმცა საქართველოში პირველად ტარდება. პრორუსული ორგანიზაციების აქცია-მსვლელობა ამ წუთებში იწყება გორსა და ბათუმშიც, ამის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება.
ვაკის პარკში დღესვე შეკრებას აპირებს „სოციალისტური საქართველო,“ თუმცა გაითვალისწინებენ თუ არა ისინი სუსის გაფრთხილებას საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული სიმბოლიკის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს, არ კონკრეტდება.