მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში იმყოფებიან. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმეს. ომის მონაწილეებმა „კურიერთან“ დეტალურად გაიხსენეს თუ რა ვითარებაში იყვნენ ჩართულები საბრძოლო მოქმედებებში.
„მე მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ომის ვეტერანებს პირველ რიგში და მოვიგონო ომის ის ვეტერანები, რომლებმაც კარი დაიკეტეს და ვეღარ ჩამოვიდნენ სამშობლოში. წავედი სამამულო ომში 1942 წლის 23 სექტემბერს, ოთხჯერ ვარ დაჭრილი, ჰოსპიტალში ვიყავი 6 თე და ისევ ფრონტზე წავედი“- განაცხადა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა ვეტერანმა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„გამარჯვება კარგია, მაგრამ ღმერთმა ომი არ მოასწროს ჩვენს ახალგაზრდებს, მშვიდობა ყოფილიყოს,“- განაცხადა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა ვეტერანმა.