17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"სვანეთში არც ერთი ჰიდროელექტროსადგური ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე არ აშენდება"-შს მინისტრის მოადგილე

სვანეთში არც ერთი ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე არ აშენდება. ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე მიიღეს, სადაც "მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ - მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს.

„შევთანხმდით, რომ გაგრძელდება "მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“-ის მშენებლობა, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით. ასევე ჩვენ შევეხეთ ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების აუცილებლობასა და შესაძლებლობებს, როგორც სვანეთის მიმართულებით, ასევე ზოგადად საქართველოში,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ.

დღის ამბები