„ჩემი თვალით დანახული ევროპა"- ამ სახელწოდებით გამოფენა საქართველოს პარლამენტში გაიმართა. კონკურსი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. საუკეთესო ნამუშევრები კი საკანონმდებლო ორგანოში გამოიფინა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ოთხი რაიონიდან ჩამოსულმა 40-მა მოსწავლემ მიიღო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს არის ევროპის გამთლიანების. დაპირისპირებაზე ერთიანობის იდეის გამარჯვების დღე და ამ დღის აღნიშვნას ჩვენ ვუერთდებით,“-განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.