11 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
გერმანიიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ავიარეისი დუსელდორფიდან რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ისინი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს, მათ შორის არის ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული. 

დეპორტირებულების უმეტესობა თავშესაფარს ძირითადად გერმანიაში მოითხოვდა, მათ შორის არიან ისეთები, ვინც მიზეზებად პოლიტიკურ, სოციალურ ან სხვა სახის მოტივებს ასახელებდა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, თითქმის, გაორმაგდა, ევროპელმა სამართალდამცველებმა კონტროლი გაამკაცრეს და სავიზო რეჟიმის დამრღვევი პირების გამოძევება სულ უფრო ხშირად ხდება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები