საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაციის პროცესს განცხადებით ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. სამინისტროში აცახდებენ, რომ დიუსელდორფი-თბილისის რეისით საქართველოში ის მოქალაქეების დააბრუნეს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს არ აკმაყოფილებდნენ. ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო "ფრონტექსის" ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა. უწყების ცნობით, ამავე რეისით რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით დაბრუნდა საქართველოს 5 მოქალაქეც.