29 სექტემბერი 2024,   23:27
ვრცლად
დიდ დიღომში თავდადებულის ქუჩაზე, 2 ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში თავდადებულის ქუჩაზე, ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ორივე მათგანი მწყობრიდან იყო გამოსული. შემთხვევა მანქანების სახელოსნოსთან მოხდა. აალების დროს იქ არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილების აალების მიზეზად ელექტროსადენები სახელდება. გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით უკვე დაიწყო.

დღის ამბები