"ნაციონალური მოძრაობა" დღეს პროკურატურას მიმართავს. ოპოზიციური პარტია ითხოვს საგამოძიებო უწყება რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხით დაინტერესდეს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, განაცხადი მშენებლობაზე მერიაში "ქართული ოცნების" შემომწირველის ზაურ ცხადაძის შვილმა, სანდრო ცხადაძემ წარადგინა და საბოლოო ნებართვას ელოდება. რაგბის სტადიონის ნაცვლად 185 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა საკრებულომ 2015 წელს გასცა. ოპოზიციას ეჭვი აქვს რომ "ოცნების" შემომწირველი მერიასთან გარიგებულია.
"საქმე გვაქვს პოლიტიკური კორუფციის კლასიკურ მაგალითთან,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.