სეტყვა თელავის მუნიციპალიტეტში - სტიქიამ სოფლები, კისისხევი და წინანდალი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. როგორც თელავის მერიაში განაცხადეს, სტიქიის მასშტაბები მცირეა და ზარალის ზუსტ ოდენობას შესაბამისი კომისია დაადგენს.