17 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
პარალიზებული მოძრაობა და უშუქოდ დარჩენილი 11 სოფელი - სამეგრელოდან ივანიშვილის ეზოში გადასარგავად ხე მიაქვთ

სამეგრელოდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში გადასარგავად ხის გადატანამ მოსახლეობას კვლავ პრობლემები შეუქმნა.

პარალიზებული იყო მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის სოფელ კახათიდან ერგეტამდე, დაზიანდა გზები და საგზაო ნიშნები. 11 სოფლის მოსახლეობას კი დენი არ მიეწოდებოდა.

ზუგდიდის სოფელ კახათიდან ასწლოვანი კატალპა და დასვლური მუხა გადააქვთ. ხეები ამჟამად სოფელ ერგეტამდეა მიტანილი. ისინი საბოლოოდ ანაკლიამდე უნდა მიიტანონ და ზღვით გადაიტანენ შეკვეთილში.

დღის ამბები