17 ნოემბერი 2024,   20:11
ვრცლად
"გავესაუბრებით ბატონ დავითს, ვნახოთ რა პასუხებს გაგვცემს"-ძიუდოს რიგგარეშე ყრილობაზე დაპირისპირებული ძუდოისტებიც მივლენ

ძიუდოს რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებული ძიუდოისტებიც მივლენ. როგორც სპორტსმენები ამბობენ, მათ დავით ქევხიშვილთან კითხვები აქვთ, რომელსაც დღევანდელ ყრილობაზე აუცილებლად დაუსვამენ.

„გავესაუბრებით ბატონ დავითს, დავუსვამთ იმ შეკითხვებს რაც გვქონდა ამდენი ხნის განმავლობაში და რაც იყო დაგროვილი. იგი როგორც ამბობს არ ყოფილა არანაირი პრობლემა და არანაირი რაიმე ისეთ საკითხზე საუბარი მასთან. კიდევ ერთხელ დავუდასტურებთ მას ჩვენს პოზიციას. კიდევ ერთხელ გავაცნობთ ჩვენს პრობლემებს და აქედან გამომდინარე შემდგომ ვნახოთ რა პასუხებს გაგვცემს ბატონი დავითი,“-საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა და ევროპის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სპორტსმენები იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც ძიუდოს ფედერაციაშია შექმნილი და ამბობენ, რომ მათ ინტენსიური ვარჯიშის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ყოველდღე გვაკლდება ვარჯიში. არ შევდივართ ტატამზე, არ ვვარჯიშობთ. მე ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მალე უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება,“-განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

რიგგარეშე ყრილობაზე სპორტსმენებთან ერთად  ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებული მწვრთნელებიც მივლენ.  როგორც გაირკვა კითხვები დავით ქევხიშვილთან მათაც აქვთ.

„ჩვენ თვითონ მოვახსენებთ ბატონ დავითს ჩვენს აზრს. სპორტსმენები მოახსენებენ თავის აზრს და გამომდინარე აქედან მოვითხოვთ პასუხებს,“-განაცხადა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა.

ყრილობის დაწყებამდე კულტურისა და სპორტის მინისტრმა დაპირისპირებულ ძიუდოისტებს შესთავაზა ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ არსებული პრეტენზიები სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს. მანამდე კი მიხეილ გიორგაძე მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ კონფლიქტის ესკალაციისგან. თუმცა სპორტსმენები ამბობენ, რომ მათ ურჩევნიათ დავით ქევხიშვილს პასუხი კითხვებზე თავად მოსთხოვონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები