17 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 11%-ით შემცირდა-იურიდიული კომიტეტი სპეციალისტებთან ერთად საგზაო უსაფრთხოებაზე მსჯელობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებმა  საგზაო უსაფრთხოების შესახებ შსს-ს სპეციალური ანგარიში მოისმინეს. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა მარტის თვის მდგომარეობით 11%-ით შემცირდა. მიზეზად კი შსს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ რეფორმას ასახელებს.

საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ რეალური ვითარება გაცილებით სხვაგვარი და საგანგაშოა.

შეხვედრაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და სამოქალაქო სექტორი მონაწილეობენ.

„ყოველ წლიურად ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში თითქმის 10% -ით იზრდება და ამ ფონზე საჭიროა საგზაო მოძრაობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. საჭიროა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიების მუდმივი დანერგვა. ამაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებელი არის აღმასრულებელი ხელისუფლება და მუნიციპალური მთავრობები თუმცა პარლამენტის მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას აქვს სრული მხარდაჭერა,"-განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები