17 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
18 სათულიანი კორპუსები რაგბის სტადიონის ნაცვლად-ენმ ნუცუბიძის 51-ში მდებარე ფარტის გასხვისების კანონიერების შესწავლას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ნუცუბიძის 51 -ში მდებარე რაგბის სტადიონის განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილის გასხვისების საკითხის შესწავლას პროკურატურას სთხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ განაცხადი მშენებლობაზე “ქართული ოცნების” შემომწირველის, ზაურ ცხადაძის შვილმა წარადგინა. ენმ-ს ინფორმაციით აღნიშნულ ადგილზე სტადიონის ნაცვლად ორი 18 სართულიანი კორპუსი აშენდება.

ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს. პარტიამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

„მივმართეთ პროკურატურას ამ კორუფციული სქემით დაინტერესდეს და გამოიძიოს რა მოხდა თბილისის მთავრობის პირველი აპრილის სხდომაზე 2015 წელს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ, რომ სპორტული მოედანი, რაგბის სავარჯიშო მოედანი გასხვისებულიყო. გაცვლის შედეგად ეს ტერიტორია მიიღო ზაურ ცხადაძის შვილმა. „თეგეტა მოტორსის“ მეპატრონის შვილმა სანდრო ცხადაძე და აშენებს რაგბის მოედნის ნაცვლად ორ 18 სართულიან კორპუსს,“-განაცხადა ენმ-ს წარმომადგენელმა ლილე ლიპარტელიანმა. 

დღის ამბები