17 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ნარკორეალიზატორების საქმე-ადვოკატი თვლის, რომ სასამართლო მკაცრი იყო ნინო გეგელაშვილის მიმართ, რომელსაც 5 წლის შვილი დარჩა

საქალაქო სასამართლომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორივე ბრალდებულის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა. ადვოკატი გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გოგებაშვილი არ მონაწილეობდა ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურ რეალიზაციაში. მისი თქმით მკაცრი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება ნინო გეგელაშვილის მიმართაც, რომელიც დანაშაულს აღიარებს. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„ის, რომ მოსამართლეს ასეთი მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოეყენებინა იმ ფონზე, როდესაც მას ხუთი წლის შვილი ჰყავს, რომელიც პრაქტიკულად დარჩა ქუჩაში და მამასთან ამ ბავშვს არანაირი კონტაქტი და კავშირი არ აქვს, ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაცრი,“-განაცხადა მარიკა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, გიორგი გოგებაშვილის ბრალდეულობას არ ადასტურებს.

სასამართლოს სხდომას დაესწრო ბრალდებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. მან თანამდებობა სწორედ მისი ძმის დაკავების შემდეგ დატოვა. იაკობ გოგებაშვილმა კომენტარი სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ არ გააკეთა. 

დღის ამბები