17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საყოფაცხოვრებო ქიმიით მოწამლული ბავშვების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ფოთში საყოფაცხოვრებო ქიმიით მოწამლული ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩებიან.

მედიკოსების ინფორმაციით,  5 და 9 წლის ბავშვებს დაზიანებული აქვთ შინაგანი ორგანოები და საყლაპავი მილი, რის გამოც ამ დრომდე ვერ დადგინდა დამწვრობის ხარისხი.

ექიმების განცხადებით, მათ დღეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

ორივე ბავშვმა მაღაზიაში საკანალიზაციო სისტემის საწმენდი ქიმიური საშუალება “კროტი“ როგორც ტკბილეული, ისე შეიძინა.

ჯერჯერობით უცნობია იყიდეს თუ არა მოზარდებმა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ერთი და იმავე მაღაზიაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები