29 სექტემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა 

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - დაშავებულია ორი ადამიანი. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ქვედა კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. შედარებით მსუბუქია მეორე დაშავებულის მდგომარეობა.  

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ თელავში, ალაზნის გამზირზე იმ დროს მოხდა, როდესაც ორი ახალგაზრდა გოგო მოტოციკლით გადაადგილდებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები