"ნაციონალური მოძრაობა" წყნეთთან ახლოს კაკლების უბნის ხევის სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდას ითხოვს. ოპოზიცური პარტია ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს დაინტერესდეს ამ პრობლემით.
საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხევში დიდი ოდენობით სამშენებლო ნარჩენები დეველოპერების დატოვებულია.
ოპოზიციამ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს აცნობა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
"დედაქალაქის "სელფმერი", რომელიც სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილდება და გვაჩვენებს როგორ ალამაზებს ქალაქს, ამ ხევში ტონობით ნაგავი ყრია. მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახური ჩავაყენეთ საქმის კურსში ხედავთ, რომ მიწა დააყარეს ზემოდან ნაგავს"- ამბობს ხაბეიშვილი.