საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ვილნიუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო მიღება გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სიტყვით მიმართა, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილის შესახებ ისაუბრა.
ხათუნა სალუქვაძემ ორი ქვეყანის ურთიერთობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ლიტვის რესპუბლიკის სახელით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილე საქართველოს ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ მიულოცა.