მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ. როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები 112-ში შესული ზარის საფუძველზე დაიწყო.
უწყების განმარტებით, მოქალაქემ რომელმაც ზარი განახორციელა თქვა, რომ სავარაუდოდ ერთი პირი მტკვარში გადახტა.
მეტეხის ხიდთან, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური.
მეშველები სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებენ.