„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტი თვლის, რომ პროკურატურა მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება.
კვლევა საჯარო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას ეხება.
კითხვაზე, ემსახურება თუ არა შემდეგი ინსტიტუციები მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს- პასუხები ასე გადანაწილდა:
57% მიიჩნევს, რომ პროკურატურა მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება
55% -ის აზრით, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება შსს.
ასევე, 55%-ის აზრით, "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1800 ადამიანი გამოკითხა.