გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით, ნარკოტიკის ჩადების მეთოდს იყენებენ. ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ სამართალდამცველები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით იყენებენ ნარკოტიკების ჩადების მეთოდს ?
პასუხი ვეთანხმები - 45%-მა პროცენტმა გასცა.
არ ეთანხმება -35%
ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1800 ადამიანი გამოკითხა.