მთაწმინდაზე, სადაც "ქართული ოცნების" რიგი მე-5 ყრილობა უნდა დაიწყოს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მართავენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია ყრილობის ადგილთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ პროტესტის გამოხატვის უფლებას უზღუდავენ.
ხანძრის შედეგად დაზარალებულები გზის გადაკეტვას გეგმავენ. მათი განცხადებით, ისინი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არ გაატარებენ.
ცოტა ხნის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
"იმის იმედი აქვთ, რომ ნელ-ნელა დაიხოცებიანო, ნელ-ნელა გადასახლდებიანო და დაიცლება საქართველო და მათ დარჩებათ ტერიტორიები. დაგვიბრუნონ ჩვენი ქონება, ძალიან კარგად იციან ვინ დაწვა ჩვენი ქონება,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.