ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მოსახლეობა სასმელი წყლის შეფერხებით მიწოდებას აპროტესტებს.
ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, ბოლო ერთი თვეა სასმელი წყალი იმდენად ხანმოკლე გრაფიკით და დაბალი წნევით მიეწოდებათ რომ მომარაგებას ვერ ასწრებენ.
მათივე თქმით, გასულ წელს სისტემის რეაბილიტაციისთვის სოლიდური თანხები დაიხარჯა, თუმცა ისინი წყლის ხარისხითაც უკმაყოფილონი არიან. აქციას ,,ნაციონალური მოძრაობაც ’’ შეურთდა.
ქობულეთის მერიაში ადასტურებენ, რომ წყალი სოფელს გრაფიკით მიეწოდება.