საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 39 წლის ირანის მოქალაქე ადუღებულ ფისში ჩავარდა. შემთხვევა სოფელ ხაშმში იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი კუთვნილ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოს ათვალიერებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ფისით სავსე კასრში ჩავარდა.
დაშავებულს პირველი დახმარება საგარეჯოს საავადმყოფოში გაუწიეს, რის შემდეგაც კატასტროფის ბრიგადამ ის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა ძირითადად სახის არესა და მხრებზე აქვს მიღებული.
სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.