ფოთში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული ბავშვების მდგომარეობა, ახლობლების ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი მოზარდის ბებია მომხდარის დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში მისმა შვილიშვილმა “კროტი“ შეცდომით, ტკბილეულის ნაცვლად შეიძინა.
მათგან ერთ-ერთი 6 წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა, მაღაზიაში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა.
ახლობლების თქმით, მაღაზიის გამყიდველს, სავარაუდოდ, შეფუთვა შეეშალა. ბავშვებს მკურნალობა იაშვილის კლინიკის ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში ჩაუტარდათ. 9 წლის ბიჭი კლინიკიდან დღეს გაწერეს.
„სადაც „სნიკერსი“, „ბაუნტი“ იდო, იქ იყო, ამიტომ ბავშვები დაიბნენ. პირის ღრუში დაზიანება ჰქონდა, სისხლი მოსდიოდა ენიდან, ტუჩები გასიებული, დამწვარი ჰქონდა. ახლა კარგად არის,“- განაცხადა ერთ-ერთი მოზარდის ბებიამ, ლიზა ბუკიამ.