„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან მეექვსე წელს ქვეყნის მოქალაქეების 36% მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობას ბოროტად იყენებენ.
მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ნაწილობრივ ბოროტად გამოყენებაში დარწმუნებულია 37%. კვლევის შედეგებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიაჩნია, რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
ოპოზიცია საგანგაშო სურათსა და სიგნალებზე საუბრობს. გუნდში კი გამოკითხვის შედეგებს არ ეთანხმებიან.
გამოკითხულთა უმრავლესობა - 76% ენდობა ეკლესიას და რელიგიურ ორგანიზაციებს, მეორე მე და მესამე ადგილებზე არიან მასწავლებლები და ექიმები. პრეზიდენტმა გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა. რეკორდულად დაბალია მოსახლეობის ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ.
გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ნარკოტიკების ჩადებას ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მოქალაქეების 45%-ის აზარით, სამართალდამცველები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით ნარკოტიკების ჩადებას იყენებენ. ხალხის 72 პროცენტი დარწმუნებულია, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა წავიდეს, ინტრავენურის შემთხვევაში კი მოსახლეობის უმრავლესობა პატიმრობის მომხრეა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში კითხვები ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებსაც ეხება.
გამოკითხვის მიხედვით, რომელიც მარტში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე ჩატარდა, მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტს მიაჩნდა, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში ისედაც აქტიურად მონაწილეობდა, რაც გამოკითხულების 77%-ს არ მოსწონდა.