კლუბ "ბასიანთან" და "გალერისთან" დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე ადამიანი. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუდასტურებია.
როგორც ცნობილია, „ბასიანთან“ და „გალერისთან“ დაკავებულთა ნაწილის ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდნენ.
შსს-ის შენობაში იმყოფებიან ჭინჭარაულის, შანიძის, ქურდიანის, ჯავახიშვილისა და გეთიას უფლებადამცველები.
უცნობია, სად იმყოფება „ბასიანის“ დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, რომელიც ცოტა ხნის წინა დაკავეს.
ადვოკატ გიორგი მახარაძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები.