30 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
"თეთრი ხმაურის" წარმომადგენლების ინფორმაციით, კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი სასტიკად ნაცემია

"თეთრი ხმაურის" წარმომადგენლების ინფორმაციით, კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი სასტიკად ნაცემია და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

გელბახიანის დაკავება პირდაპირ ეთერში მოხდა. სამართალდამცველებს ის გარკვეული პერიოდი შენობაში ჰყავდათ, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ რამდენიმე საათის წინ კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაციები ჩაატარა. 

დღის ამბები