კლუბ ბასიანსა და გალერიში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცრაზმი ქალაქის ღამის კლუბებში, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია რვა ნარკორეალიზატორი. მათ ბოლო სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
კურიერის ინფორმაციით, საქმეში არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სპეცოპერაცია კრიმინალურმა პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარა.