17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
მძიმე ღამე თბილისში - სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და აქცია მთელი ღამის განმავლობაში

კლუბ ბასიანში სპეციალური დანიშნულების რაზმი, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე შეცვივდა. სპეცრაზმელებმა კლუბის სტუმრებს და თანამშრომლებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. მათ შენობა დატოვეს, თუმცა, მომხდარის გასაპროტესტებლად გარე პერიმეტრი არ დატოვეს.

ბასიანის დამფუძნებელი სპეცოპერაციისას კლუბის შენობაში არ ყოფილა, ის სამართალდამცველებმა გარეთ დააკავეს.

ზვიად გელბახიანის მსგავსად, წერეთლის გამზირზე ათობით მოქალაქე დააკავეს.

სპეცოპერაციის კიდევ ერთი ეპიცენტრი რუსთაველის გამზირზე კაფე გალერიც იყო.

იგივე სცენარით სპეცოპერაცია კლუბში ღამის პირველ საათზე დაიწყო. სამართალდამცველებმა რუსთაველზეც წინააღმდეგობის გაწევის გამო ღამის კლუბში გასართობად მისული ადამიანები დააკავეს.

მომხდარის გასაპროტესტებლად ქალაქში აქციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქუჩაში არა მხოლოდ ისინი, ვინც სპეცოპერაციას შეესწრო, სხვა ახალგაზრდებიც გამოვიდნენ.  აქციაზე იყვნენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეკრებილებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია დღის 3 საათისთვისაც დააანონსეს.

 

 

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი 

დღის ამბები