„დღეს ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია,“ - ეს განცხადება საქათველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
კახა კოჟორიძე გასულ ღამეს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.
„დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით პრეზიდენტის დავალებით. დღეს ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია. ამ ასობით და ათასობით ადამიანმა ისარგებლოს ამ უფლებით, დააფიქსიროს თავის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძე სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ის, რაც მოხდა გუშინ, საჭიროებს შესწავლას სხვადასხვა ფორმატით, როგორც უფლებადამცველების, ასევე სახალხო დამცველის, ასევე პარლამენტის მხრიდან და უნდა შეფასდეს, რაც მოხდა გუშინდელ დღეს,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.