17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ცეკვა პოლიტიკური აქტია - პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე

აქცია პარლამენტის წინ - თვითმხილველი ბასიანში სპეცრაზმის შესვლას იხსენებს. თვითმხილველის თქმით, სპეცრაზმელები მათ დასცინოდნენ.

„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს არ ვყოფილვარ. გუშინ მე ვიყავი ბასიანზე, როცა შემოიჭრა სპეცრაზმი, როცა დაგვაყენეს კედელთან, როგორც კრიმინალები, ბასიანის თანამშრომლები და მაშინ, როდესაც გაჩუმებულ ბასიანზე გარედან გვესმოდა თქვენი ხმა, დაგვცინოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ახლა თქვენები მოვიდნენ და გიცავენ,“ - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველის თქმით, კლუბ ბასიანსა და გალერიში შეჭრა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიება არ იყო.

"მირჩევია, სხვა ყველაფერი დავთმო, მაგრამ ბასიანი და თავისუფლება უკვე ერთი და იგივე გახდა, ცეკვა პოლიტიკური აქტია," - აცხადებს აქციის მონაწილე.

დღის ამბები