რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წუთიერი დუმილით გაურკვეველი ნივთიერებით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბოლო პერიოდში დაუდგენელი ნივთიერების მოხმარებით 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
„ჩვენ სისტემის თუ სისტემის უმოქმედობით, გვყავს 5 დადასტურებული გარდაცვლილი ადამიანი. მათ ადგილას ჩვენ ნებისმიერი შეიძლება, რომ ვყოფილიყავით და ეს ვიცი, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით. მე მინდა, რომ პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას,“ - აღნიშნა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.