თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. ფოტოები ავლაბრის მოედანზეა გადაღებული და ისინი თავისუფლების მოედნისკენ მიდიან.
ავტომანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და ძირითადად აქციების დასაშლელად გამოიყენება.
კურიერი უწყებისგან პასუხს ელოდება.
შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები გუშინ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.