17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
აქცია პარლამენტის წინ - შეკრებილებს მხარდაჭერას უცხოელი ტურისტები უცხადებენ

აქცია პარლამენტის წინ - შეკრებილებს მხარდაჭერას უცხოელი ტურისტები უცხადებენ. დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტი, ალა დამჯი, აცხადებს, რომ აქციაზე დასწრებით პოლიციის მხრიდან გამოხატულ აგრესიას აპროტესტებს.

„ლონდონიდან ვარ. აქ ერთი კვირით ჩამოვედით. ბასიანზე სამშაბათს ვიყავით, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ყველა ბარი დაიხურა ქალაქში, ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებასაც, რაც ეწინააღმდეგება იმას, რაც უნდა ხდებოდეს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც შედარებით ახალი აღმოჩენაა ტურისტებისთვის. მე პირადად მსგავსი გამოცდილება ჯერ არ მქონია. სწორედ ამიტომ მოვედით აქ, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და აგრესიის გამო. აქ ყოფნით ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოვხატავთ,“ - აცხადებს ალა დამჯი.

დანიელი ტურისტი აქციაზე გამოსულებს მხარდაჭერას უცხადებს.

„თბილისში ძალიან მომეწონა, შესანიშნავი ხალხია. აქ იმ კარგი ადამიანების მხარდასაჭერად მოვედი, რომლებსაც საქართველოში ყოფნის დროს შევხვდი და გავიცანი. გუშინ კაფე გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავით. რომელიმე კლუბში შესვლასაც ვაპირებდით, თუმცა, მოულოდნელად ყველაფერი დაიხურა. მივედით, რომ ადგილზე გვენახა ვითარება, პოლიციელები ძალიან აგრესიულად და შემაშინებლად გამოიყურებოდნენ. ჩემთვის ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო. იმედი მაქვს, რომ ხალხი ერთად დგომას შეძლებს და მხარდაჭერას სხვა ქვეყნებიდანაც დაიმსახურებენ,“ - განაცხადა დანიელმა ტურისტმა.

დღის ამბები