20 აპრილი 2024,   07:29
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისის კლუბებში - გასული ღამის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები „შაბათის კურიერში“

12 მაისის თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები - ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, დაახლეობით, ღამის პირველ საათზე თბილისის ორი ლოკაციაზე ერთდროულად დაიწყო.

ორ ღამის კლუბში სპეცრაზმი შეიჭრა. სამართალდამცველებმა კლუბის სტუმრებს ტერიტორია დაატოვებინა და ჩხრეკა დაიწყო.

კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა სპეცოპერაცია გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა. დაშავდა ათობით ადამიანი, დააკავეს 60-მდე, შეტაკებები პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

12 მაისის ღამის სპეცოპერაციის შემდეგ აქცია უკვე რუსთაველის გამზირზე შუადღის სამი საათიდან დაიწყო. აქციაზე მისული მოქალაქეები გასულ ღამეს მომხდარ მოვლენებს აპროტესტებენ.

გასული ღამის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები შაბათის კურიერში.

 

 

 

დღის ამბები